BAU იტვირთება…

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე.

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების კომპონენტები:

ესე საგანმანათლებლო პრობლემაზე

ინგლისური ენის ტესტი (50%)

გასაუბრება (25%)

მინიჭებული აკადემიური ხარისხი:

განათლების ადმინისტრირების მაგისტრი

პროგრამის მიმოხილვა:

ეს ორწლიანი პროგრამა (120 ECTS) ამზადებს ადმინისტრატორებსა და ლიდერებს საგანმანათლებლო სისტემისთვის. სტუდენტები იძენენ ექსპერტულ ცოდნას საგანმანათლებლო პოლიტიკის ანალიზის, ინსტიტუციური მართვის, კვლევის მეთოდებისა და განათლების ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პლატფორმების გამოყენებას განათლების ადმინისტრირებაში.

მიღების მოთხოვნები:

საქართველოს მოქალაქეებისთვის: ერთიანი სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება.

საერთაშორისო აპლიკანტებისთვის: ბაკალავრის ხარისხი ან ეკვივალენტური კვალიფიკაცია (აღიარებული NAEC-ის მიერ).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი აკადემიური ფონის აპლიკანტებს.

კარიერული შესაძლებლობები:

განათლების სამინისტრო და სხვა სამთავრობო უწყებები

საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები

საგანმანათლებლო კვლევითი ინსტიტუტები და არასამთავრობო ორგანიზაციები

საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციები

მიღების პროცესი და ვადები

ერთიანი სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, კანდიდატებს მოეთხოვებათ:

ესე – აპლიკანტისთვის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო საკითხზე (ან წარმოადგინეთ რეცენზირებად ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია).

ინგლისური ენის ტესტი (50%) — მიზანი: B2 დონის კომპეტენციის დადგენა.

გასაუბრება (25%) – მიზანი: მოტივაციის, პროფესიული მიზნებისა და მზადყოფნის შეფასება.

მნიშვნელოვანი თარიღები:

დოკუმენტების წარმოდგენა: 2025 წლის 9–25 სექტემბერი

ესესა და პორტფოლიოს შეფასება: 2025 წლის 26 სექტემბერი

ინგლისურ ენაში გამოცდა და გასაუბრება: 2025 წლის 26 სექტემბერი

შედეგების გამოცხადება: 2025 წლის 27 სექტემბერი

აპელაციები: 29 სექტემბერი, 2025

საბოლოო სია: 2025 წლის 30 სექტემბერი

ფინანსური რეგისტრაცია: 2025 წლის 1–3 ოქტომბერი

აკადემიური რეგისტრაცია: 2025 წლის 6–10 ოქტომბერი

სწავლის დაწყება: 2025 წლის 13 ოქტომბერი

დოკუმენტების წარმოდგენის პროცედურა და მოთხოვნები

განაცხადები მიიღება 2025 წლის 9 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე.

წარდგენის ვარიანტები:

ელექტრონულად: გააგზავნეთ დოკუმენტები უნივერსიტეტის ოფისში

პირადად: ჩააბარეთ საუნივერსიტეტო ოფისში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი 237, ბათუმი

საჭირო დოკუმენტები:

განაცხადის ფორმა

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

ბაკალავრის დიპლომის/ექვივალენტური კვალიფიკაციის ორიგინალი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ან აღიარებული დაწესებულების ოფიციალური ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ

სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ელექტრონული ფოტოსურათი (3x4)

ერთიანი სამაგისტრო გამოცდის ბარათი (ამონაბეჭდი ვებგვერდიდან www.naec.ge)

ერთიანი სამაგისტრო გამოცდის შედეგები (ამონაბეჭდი ვებგვერდიდან www.naec.ge)

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 ან უფრო მაღალი – IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore) (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ესე საგანმანათლებლო პრობლემაზე, რომელიც წარმოაჩენს კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემის იდენტიფიცირების უნარსა და პროფესიული განვითარების მოტივაციას (არ მოეთხოვება, თუ კანდიდატი წარადგენს რეცენზირებად სტატიას განათლების ან განათლების ადმინისტრირების შესახებ)

CV და/ან პორტფოლიო, რომელიც ასახავს პროფესიულ გამოცდილებას, განათლებას, სამოქალაქო ჩართულობას და განვითარების აქტივობებს

უნივერსიტეტის სამაგისტრო გრანტი

ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 20% (შიდა გამოცდის შედეგების საფუძველზე) მიიღებს 100%-იან დაფინანსებას პირველ სემესტრში.

მომდევნო სემესტრებში დაფინანსების შესანარჩუნებლად სტუდენტებმა უნდა შეინარჩუნონ GPA 4.0 (91+).

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია:

ინგლისური ენის ტესტის ნიმუში

ესეს შეფასების რუბრიკა

პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა

გასაუბრების შეფასების რუბრიკა